დავით მუჯირი - ეროვნული ლიგების კლუბებთან შეხვედრას სისტემატური ხასიათი უნდა ჰქონდეს #1TVSPORT
დავით მუჯირი - ეროვნული ლიგების კლუბებთან შეხვედრას სისტემატური ხასიათი უნდა ჰქონდეს #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებთან სასტუმრო „შერატონში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად შეხვედრას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კოვიდ 19-ის პანდემიისგან გამოწვეული რისკები შეაფასეს, ასევე განიხილეს მიმდინარე საფეხბურთო სეზონი და მომავლის გეგმებზე ისაუბრეს.

კლუბებთან გამართული შეხვედრის შესახებ კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს, უკვე დიდი ხანია ონლაინ-რეჟიმში ვეკონტაქტებოდით, დღეს კი, ერთმანეთს უშუალოდ შევხვდით. ვისაუბრეთ მიმდინარე და სამომავლო საკითხებზე, კლუბების წარმომადგენლებს კითხვები ასევე ჰქონდათ ფეხბურთის განვითარების ფონდის შესახებ.

დღევანდელ შეხვედრას ფონდის დირექტორი და მისი მოადგილეც ესწრებოდნენ. ვთვლი, რომ საჭირო შეხვედრა გაიმართა, მნიშვნელოვანია ჩვენს სამუშაო პროცესს სისტემატური ხასიათი ჰქონდეს. მსურს წარმატება ვუსურვო ყველა კლუბს როგორც მომდევნო ტურში, ასევე სამომავლოდ. განსაკუთრებით კი იმ გუნდებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ევროტურნირებზე წარმოადგენენ“, – განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.“

დატოვე კომენტარი