დავით მუჯირი - ძალიან მინდა, ბათუმში გულშემატკივრებთან ერთად გამარჯვება ვიზეიმოთ #1TVSPORT
დავით მუჯირი - ძალიან მინდა, ბათუმში გულშემატკივრებთან ერთად გამარჯვება ვიზეიმოთ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ჩართვისას ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საქართველო-შვედეთის შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ილაპარაკა, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება.

„დღეს ჩვენი ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას ატარებს. ბათუმში გუნდმა უკვე სამჯერ ითამაშა, მაგრამ პირველი მატჩია, რომელსაც გულშემატკივარი დაესწრება და ძალიან მინდა, რომ ქომაგთან ერთად გამარჯვება ვიზეიმოთ. მათთან ჩვენი ნაკრები ერთი-ორად უფრო ძლიერია. სამწუხაროა, რომ მხოლოდ მესამედი დაესწრება, მაგრამ ეს 7 ათასია მაყურებელია“, – განაცხადა „ტაიმაუტთან“ დავით მუჯირმა.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი შვედეთს შეაჩერებს:

„მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი ჯგუფის ლიდერია და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში გამარჯვებისთვის იბრძვის, შევეცდებით, რომ პირველი ადგილი დღეს არ დაიბევოს. საგზურის ბედი კი შვედებმა არა ბათუმში, არამედ, ესპანეთთან გადაწყვიტონ“.

საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმის არენაზე შედგება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.