დავით მუჯირი - 99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ბულგარეთთან ვითამაშებთ, ალბათ, ყაზახეთთანაც
დავით მუჯირი - 99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ბულგარეთთან ვითამაშებთ, ალბათ, ყაზახეთთანაც

„სექტემბერსა და ნოემბერში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა, მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა.

მისი თქმით, იყო სხვადასხვა შემოთავაზება და საბოლოო ვარიანტი, ფაქტობრივად, შეთანხმებულია.

„ევროპაში ძალიან ცოტა გუნდია, რომელიც ჩვენსავით ხუთგუნდიან ჯგუფშია და ისვენებს. 99 პროცენტით გადაწყვეტილია სექტემბრის და ნოემბრის მეტოქეები. სავარაუდოდ, სექტემბერში ბულგარეთს შევხვდებით. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ნოემბერში ვის შევხდებით. მოლაპარაკება გვაქვს ბელარუსთან, ლიეტუვასთან და ყაზახეთთან. სავარაუდოდ, ყაზახეთთან თბილისში თამაში მოგვიწევს. თუმცა, ჯერ ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა“, – ამბობს მუჯირი.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ნაკრებს ერთი ამხანაგური შეხვედრა უკვე დაუგეგმა – „ჯვაროსნები“ 2 ივნისს რუმინეთის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან.