დავით მოძმანაშვილს ოლიმპიური მედალი ჩამოერთვა
დავით მოძმანაშვილს ოლიმპიური მედალი ჩამოერთვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეს, მძიმეწონოსან დავით მოძმანაშვილს სოკ–მა (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის მედალი ჩამოართვა.

გადაწყვეტილების მიზეზი დოპინგია. სინჯის ხელახალმა კვლევამ დავით მოძმანაშვილის სისხლში აკრძალული პრეპარატი dehydrochlormethyltestosterone (ტურინაბოლი) გამოავლინა. ამის გამო მას დისკვალიფიკაცია მისცეს და ოლიმპიური მედალიც ჩამოართვეს.

დღეისათვის უზბეკეთის სახელით მოასპარეზე ქართველი სპორტსმენი ლონდონში საქართველოს ღირსებას იცავდა და ფინალამდე გავიდა, სადაც უზბეკ არტურ ტაიმაზოვთან დამარცხდა. 2017 წელს მოძმანაშვილმა სწორედ უზბეკეთის მოქალაქეობა მიიღო და შარშან აზიის თამაშებიც მოიგო, კონტინენტის ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

დატოვე კომენტარი