დავით მძევაშვილმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
დაკარში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დავით მძევაშვილი (60 კგ) ქვიშის ჭიდაობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სენეგალელი ბაბაკარ მბაიე დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა.
ჯგუფურ ეტაპზე მძევაშვილმა სამიდან ორი შეხვედრა მოიგო, ნახევარფინალი კი ირანელ ამირალი დომირკოლაესთან დათმო.
ოლიმპიადის მეოთხედფინალში იასპარეზებს საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრი ემილ ისმაილოვი (55 კგ) – მან პირველ შეხვედრაში დომინიკელი მაიკლ რეიესი ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ნახევარფინალის საგზურისთვის ის ლიბანელ რამზი ჰილალს 9 ნოემბერს დაუპირისპირდება.
საქართველოს დელეგაციიდან ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა მშვილდოსანმა დავით ბასილაძემ. მან კანადელ იაშვირბეინსთან მეთექვსმეტედფინალი ანგარიშით 5:6 დათმო. მოჭიდავეებიდან ოლიმპიადას გამოეთიშა ბოგდან კვანტალიანი (80 კგ) – ქვიშის ჭიდაობაში მან ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლო.