დავით კობოური ჩეხეთში წავიდა - „კარვინას“ დირექტორი მასში პოტენციალს ხედავს #1TVSPORT
დავით კობოური ჩეხეთში წავიდა - „კარვინას“ დირექტორი მასში პოტენციალს ხედავს #1TVSPORT

დავით კობური ჩეხეთის ჩემპიონატის „კარვინაში“ გადავიდა. „დინამო თბილისის“ 24 წლის მარცხენა მცველის ტრანსფერზე ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა და გუნდს უკვე შეუერთდა. კლუბის ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელთან, ბოგომილ პანიკთან ერთად მემარცხენე ცენტრალურ მცველს ეძებდა. იგი ნახეს საქართველოში და საბოლოოდ ამ ტრანსფერის განხორციელება მოახერხეს“, – წერია კლუბის განცახდებაში.

ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა „კარვინას“ სპორტულმა დირექტორმა ლუბომირ ვლკმა.

„ის არის შესანიშნავი მონაცემების მქონე, ხარისხიანი ფეხბურთელი, რომელიც ამავე დროს მემარცხენეა. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდშიც და მოედანზეც მისი აკლიმატიზაცია იქნება, რადგან სლოვაკური და საქართველოს ლიგები ერთმანეთისგან განსხვავდება“.

კარვინა“ ჩეხეთის ლიგის 18-გუნდიანი ტურნირის აუტსაიდერია. გუნდმა საშემოდგომო ეტაპზე ჩატარებული 19 ტურის შემდეგ მხოლოდ 5 ქულა დააგროვა, ბოლო ადგილზეა და ბოლო 6 გუნდს შორის მოხვდება, რომლებიც ლიგაში დარჩენისთვის იბრძოლებენ.