დავით კობოური ჩეხეთიდან „დინამოში“ დაბრუნდა #1TVSPORT
დავით კობოური ჩეხეთიდან „დინამოში“ დაბრუნდა #1TVSPORT

დავით კობოური „დინამო თბილისში“ დაბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს – ინფორმაციას თბილისური კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს:

„ქართველმა მცველმა განათხოვრების წესით 5 თვე ჩეხეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „კარვინაში“ გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ჩეხური გუნდის მაისურით 12 ოფიციალურ მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა“.

დავით კობოურმა ​„დინამოში“ დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა:

„მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ კლუბში დავბრუნდი და კვლავ მაქვს საშუალება „დინამოს“ ღირსება დავიცვა. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველის და მაქსიმალურად შევეცდები გუნდს დავეხმარო“.

​კობოური „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში მისი დებიუტი 2015 წელს ლანჩხუთის „გურიას“ წინააღმდეგ 17 წლის ასაკში შედგა. 2015 წლიდან დღემდე თბილისური კლუბის მაისურით 142 მატჩი გამართა, 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კობოური დინამოელებთან ერთად ემზადება დიღმის ბაზაზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ შეხვედრისთვის – ქართული „კლასიკო“ შაბათს, 25 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება.