დავით კირკიტაძე „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი ხდება 
 დავით კირკიტაძე „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი ხდება 

დავით კირკიტაძე ბოლნისის „სიონს“ დაემშვიდობა. კლუბის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება თბილისის „ლოკომოტივში“ გადაწყვიტა.

„კირკიტაძე „სიონის“ ლიდერი იყო, რომელმაც ჩვენი გუნდისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, მას მადლობას ვუხდით და ვუსურვებთ წარმატებას!“ – წერია ბოლნისური კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

26 წლის თავდამსხმელი „სიონში“ 2018 წლიდან გამოდის. მიმდინარე სეზონზე მან ბოლნისური კლუბის ფორმით 21 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.