დავით ხოჭოლავა - მიზანი ჯგუფიდან გასვლა და ფინალის მოგებაა #1TVSPORT
დავით ხოჭოლავა - მიზანი ჯგუფიდან გასვლა და ფინალის მოგებაა #1TVSPORT

უეფა-ს ერთა ლიგაზე გიბრალტართან პირველ მატჩამდე კომენტარი გააკეთეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებმა, „კოპენჰაგენის“ ვიცე-კაპიტანმა დათა ხოჭოლავამ და „ჰატაისპორისშემტევმა საბა ლობჟანიძემ.

დავით ხოჭოლავა„ყოველთვის დიდი სიამოვნებაა ჩემთვის ნაკრებში თამაში და ხვალინდელი დღე ძალიან ბევრს ნიშნავს, თუ როგორი სტარტი გვექნება. გვეხმარება ახალი სლოგანი, გერბი, ჰიმნი – ყველაფერი ერთად, ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ მიზანი რჩება ერთი – გავიდეთ ჯგუფიდან და ისევ იქ მოვხვდეთ, სადაც წინაზე ვიყავით ფინალში და უნდა მოვიგოთ“.

საბა ლობჟანიძე: „დიდი ეტაპი იწყება. ვემზადებით ოთხი თამაშისთვის. სეზონის ბოლოა და ფეხბურთელები ცოტა გადაღლილები ვართ, მაგრამ ნაკრებში ჩამოსვლა ყველას უხარია და ყველას ახალი ენერგია გვაქვს. მაქსიმალურად ვემზადებით ხვალისთვის. ფეხბურთელებს დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ სტადიონი გაივსება. დიდი ხანია თბილისში არ გვითამაშია და მიხარია. მსურს, ისეთი გულშემატკივრობა იყოს, როგორც ბათუმში ბოლო სანაკრებო მატჩებზე“.

წლის პირველი ოფიციალური მატჩი საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებებს შორის 2 ივნისს, 20 საათზე „დინამო არენაზე“ შედგება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.