დავით ხოჭოლავა - გუნდის თუ არ გჯერა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს აზრი არ აქვს
დავით ხოჭოლავა - გუნდის თუ არ გჯერა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს აზრი არ აქვს

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ მცველმა დავით ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შემდეგ განაცხადა, რომ ყოველთვის სჯეროდა თავისი გუნდის.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში დონეცკელებმა მადრიდში „რეალი“ 3:2 დაამარცხეს, ხოლო საშინაო მატჩი „ინტერთან“ ფრედ 0:0 დაასრულეს და ურთულეს ჯგუფში პირველ ადგილზე დაწინაურდნენ.

„ჯერჯერობით, ჯგუფში პირველ ადგილს ვიკავებთ. მჯეროდა, რომ ორი თამაშის შემდეგ შეგვეძლო ოთხი ქულის და მეტის მოპოვებაც კი. მე ყოველთვის მჯერა ჩვენი გუნდის. საერთოდ, ჩემი აზრია – თუ არ გჯერათ, ჩემპიონთა ლიგაში თამაშის მიზეზი აღარ არსებობს”, – თქვა ფეხბურთელმა უეფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.

ახლა „შახტარი“ ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში 4 ქულით ლიდერობს, სადაც მადრიდის „რეალს“, მილანის „ინტერს“ და გლადბახის „ბორუსიას“ უსწრებს.

დატოვე კომენტარი