დავით ხოჭოლავა – დღეს ჩემი მთავარი მოტივაცია საქართველოს ნაკრების მატჩებია

14:17, 02.06.2019

დავით ხოჭოლავა თბილისშია და საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

დონეცკის „შახტარის“ მცველისთვის დასრულებული სეზონი წარმატებული გამოდგა, მაგრამ მისი თქმით, ახლა მთავარი მოტივაცია საქართველოს ნაკრების მომავალი მატჩებია.

„წარმატებული სეზონი მქონდა, რადგან დონეცკის „შახტარში“ უკრაინის თასი მოვიპოვე და ჩემპიონები გავხდით. მაგრამ ჩემთვის ამით სეზონი არ დასრულებულა. დღეს ჩემთვის მთავარი მოტივაცია ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს გიბრალტართან და დანიასთან მატჩებში დავეხმარო. ვფიქრობ, რომ ამბიცია მაქსიმალურ ქულებზე უნდა გვქონდეს“, – ამბობს დავით ხოჭოლავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 ივნისს გიბრალტარს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს, 10 ივნისს კი დანიას ესტუმრება – ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი