დავით ხეცურიანმა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში სამივე მისვლა წარმატებით გამოიყენა
დავით ხეცურიანმა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში სამივე მისვლა წარმატებით გამოიყენა

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრმა დავით ხეცურიანმა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში სამივე მისვლა წარმატებით გამოიყენა (165კგ, 171კგ, 174კგ) და მესამე ადგილოსანს მხოლოდ 1კილოგრამით ჩამორჩა.

აკვრაში ხეცურიანმა 195 კილოგრამით მეხუთე შედეგი აჩვენა, ორჭიდის ჯამში კი მან 369 კგ დააფიქსირა და მეოთხე იყო.

დავით ხეცურიანი 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე 105კგ წონით კატეგორიაში ყველაზე ახალგაზრდა ძალოსანია.

საღამოს ფიცარნაგზე უკვე მძიმეწონოსნები გამოვლენ და საქართველოს ღირსებას ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე დაიცავენ.