დავით კერესელიძე - თუ „ტორპედო“ ჩვენს მფლობელობაში გადმოვა, ქუთაისში „ინტერის“ აკადემია აშენდება #1TVSPORT
დავით კერესელიძე - თუ „ტორპედო“ ჩვენს მფლობელობაში გადმოვა, ქუთაისში „ინტერის“ აკადემია აშენდება #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ შეძენა ორ ინვესტორს სურს – „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, აიეტ კუკავას და უნივერსიტეტ „ნიუ ვიჟენის“ რექტორს დავით კერესელიძეს.

არსებული ინფორმაციით, „ნიუ ვიჟენი“ „ტორპედოს“ სპონსორი გახდა, მაგრამ ქუთაისური გუნდის გასასხვისებლად აუქციონი თვის ბოლოს გაიმართება, სადაც ორი ინვესტორი იბრძოლებს.

კუკავას შემდეგ გულშემატკივრებს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კერესელიძე შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ინვესტორის თქმით, ქუთაისური კლუბის შეძენა იმიტომ გადაწყვიტა, რომ რამდენიმე რეგიონში ახალი პროექტი დაიწყო, ქუთაისში კი აქტუალური თემა „ტორპედოს“ აღორძინება იყო.

კერესელიძემ არ დამალა, რომ პროცესში ჩართვა ქუთაისის მუნიციპალიტეტმა სთხოვა და დაიწყო მოლაპარაკება იტალიურ მხარესთან, რომელიც კლუბის გადაცემას დღესაც ითხოვს. „ნიუ ვიჟენი“ ვალდებულებას იღებს, რომ კლუბის გადაცემის შემთხვევაში მეორე დღესვე ყველა დავალიანებას გაისტუმრებს, მანამდე კი სასპონსორო ხელშეკრულების ფარგლებში ნაწილი უკვე გადაიხადა.

გულშემატკივრებთან საუბრისას კერესელიძემ განაცხადა, რომ მილანის „ინტერთან“ თანამშრომლობს და თბილისში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობაა დაგეგმილია. იმ შემთხვევაში, თუ კლუბი მის მფლობელობაში გადავა, „ინტერის“ აკადემია ქუთაისშიც აშენდება.

დატოვე კომენტარი