დავით ჭიჭინაძე - ვერ მივიღებ, რომ გუშინ და გუშინწინ მოსულმა ადამიანებმა არ გაიზიარონ პრემიერ-მინისტრის სულისკვეთება
დავით ჭიჭინაძე - ვერ მივიღებ, რომ გუშინ და გუშინწინ მოსულმა ადამიანებმა არ გაიზიარონ პრემიერ-მინისტრის სულისკვეთება

ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ უმრავლესობაში ძალიან ჯანმრთელი ვითარება არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ უმრავლესობაში ორი გუნდი არ არის, თუმცა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით შეუთავსებლობაა.

„როცა პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთისგან გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, პრემიერი გუნდს ერთიანობისკენ მოუწოდებს და ყველა ადამიანს საშუალებას აძლევს, რაღაც შიგნით გაირკვეს, გარეთ გამოაქვთ. ვერ მივიღებ იმას, რომ გუშინ და გუშინწინ მოსულმა ადამიანებმა არ გაიზიარონ პრემიერ-მინისტრის სულისკვეთება და რაღაც თავისი, პირადი, კერძო სარგებელი მიიღეს „ქართულ ოცნებაში“ ყოფნით და ვინც დღეს მათ ეს მიანიჭა, ამის გამო უპირისპირდებიან პრემიერს.

ვერ ვიტყვი, რომ ორი გუნდია, მაგრამ შეუთავსებლობაა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ პრემიერი პირველი ადამიანია, პარტიის თავმჯდომარე და პრემიერია, მას მიჰყავს ქვეყანაში როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური საკითხები.

პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენი უფროსი არ არის, ის არის ჩვენ მიერ არჩეული, ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ვენდობოდი, მაგრამ ძალიან მიუღებელი გახდა მისი ბოლოდროინდელი განცხადებები.

იგივე, ჩვენს კოლეგაზე, შეურაცხმყოფელი ტონით მოიხსენიებს გედევან ფოფხაძეს, რომელსაც „ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ დიდი დამსახურება მიუძღვის.

ადამიანები, ვინც გედი ფოფხაძის მიმართ რაღაც ბრალდებებს ასახელებენ, სჯობს, პირში წყალი გამოივლონ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.