დავით ჭიჭინაძე პოლიტიკურ მოძრაობა „ტრიბუნას“ აფუძნებს
დავით ჭიჭინაძე პოლიტიკურ მოძრაობა „ტრიბუნას“ აფუძნებს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პოლიტიკურ მოძრაობა „ტრიბუნას“ აფუძნებს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დავით ჭიჭინაძე პოლიტიკური მოძრაობის შექმნის თაობაზე განცხადების გაკეთებას 22 ივნისს გეგმავს.

დავით ჭიჭინაძე ახალი პოლიტიკური მოძრაობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აპირებს მომზადებას.