დავით ჭიჭინაძე - „ნაცებთან“ შესისხლხორცების, კოლექტიური ზარდიაშვილებისა და აფთიაქარების გამო ვარ მე „ოცნებასთან“ დაპირისპირებული
დავით ჭიჭინაძე - „ნაცებთან“ შესისხლხორცების, კოლექტიური ზარდიაშვილებისა და აფთიაქარების გამო ვარ მე „ოცნებასთან“ დაპირისპირებული

„ნაცებთან“ შესისხლხორცების, კოლექტიური ზარდიაშვილებისა და აფთიაქარების გამო ვარ მე „ოცნებასთან“ დაპირისპირებული, – აცხადებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

„ახლაც გავაფრთხილე, თუ უნდათ, რომ ეს პროტესტი იყოს საყოველთაო და სახალხო, ეს არ უნდა იყოს ერთი პოლიტიკური ძალის პროტესტი, ასეთ შემთხვევაში იქნება ყველა არა ერთის, არამედ ყველა ორის წინააღმდეგ. რაც შეეხება ივანიშვილს, ბოლო პროცესებმა აჩვენა, რომ მან კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი პოლიტიკური არაგამჭრიახობა, რადგან კალაძის ხელი ჩანს ყველგან. სწორედ კალაძეს ჰყავს ამ ეტაპზე 22 მაჟორიტარი და თუ ასე გაგრძელდა, სწორედ ის გახდება ყველაზე წამყვანი ფიგურა, მთელი ადმინისტრაციული რესურსით.

ზოგადად კი, ადამიანები, ვისაც შია, ვისაც შემოსავალი ყოველდღე უმცირდება, მათ სულ არ აინტერესებს, მაჟორიტარული იქნება თუ პროპორციული. ამიტომ, „ოცნებამ“ საკუთარი სათავეში დარჩენის გეგმა კი არა, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა უნდა შესთავაზოს მოსახლეობას“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დატოვე კომენტარი