დავით ჭიჭინაძე - სამწუხაროდ, ელჩები შუამავლები კი არა, მმართველი გუნდის მხარეს უფრო წარმოადგენენ
დავით ჭიჭინაძე - სამწუხაროდ, ელჩები შუამავლები კი არა, მმართველი გუნდის მხარეს უფრო წარმოადგენენ

ე.წ. გადალახულებზე და გადაულახავებზე საუბარიც არასწორია, რადგან ესეც ირიბი აღიარებაა იმ მონაცემების, რასაც „ოცნება“ აცხადებს, მით უმეტეს, როდესაც ელჩები სამწუხაროდ შუამავლები კი არა, მმართველი გუნდის მხარეს უფრო წარმოადგენენ, – ამის შესახებ პარტია „ტრიბუნის“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე „ფეისბუქში“ წერს.

„ვინც დღეს ფულზე გაიყიდება, ვინც „ოცნების“ ქმედებაში, შესაბამისად ხალხის მოტყუებაში პოზიტივს ხედავს და „ოცნების“ მხარდაჭერას ცდილობს, იმ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის!

აბა, მორალურად და იდეოლოგიურად ივანიშვილის მიტაცებულ პარლამენტში შესვლა რატომ უნდა მოგინდეს?!

ამიტომ ვამბობდი ყოველთვის, რომ ელჩებთან შეხვედრას უნდა ესწრებოდეს ოპოზიცია სრული შემადგენლობით და მედია, ხალხის ზურგსუკან და დახურულ კარს მიღმა რომ არ მოხდეს მოლაპარაკება და გარიგება.

ე.წ. გადალახულებზე და გადაულახავებზე საუბარიც არასწორია, რადგან ესეც ირიბი აღიარებაა იმ მონაცემების, რასაც „ოცნება“ აცხადებს.

მით უმეტეს მაშინ, როდესაც ელჩები, სამწუხაროდ, შუამავლები კი არა მმართველი გუნდის მხარეს უფრო წარმოადგენენ“, – წერს დავით ჭიჭინაძე „ფეისბუქში“.