დავით ბერძენიშვილი - ერეკლეს ქება და ლევანის ძაგება ამ ვითარებაში ანტიდასავლელობად, პრორუსობად აღიქმება
დავით ბერძენიშვილი - ერეკლეს ქება და ლევანის ძაგება ამ ვითარებაში ანტიდასავლელობად, პრორუსობად აღიქმება

ვასილ მაღლაფერიძემ პირველმა ამოქექა ლევან ბერძენიშვილის ლექციიდან ფრაგმენტი ერეკლე მეორის შესახებ და თქვა, რომ ბერძენიშვილი არის ლამის დასავლეთის ბაცილა, – ასეთი განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, დავით ბერძენიშვილმა.

როგორც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, ერეკლეს ქება და ლევანის ძაგება ამ ვითარებაში ანტიდასავლელობად, პრორუსობად აღიქმება.

„ლევანის ლექციის 90 პროცენტი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების კრიტიკას ეძღვნება. ანტიდასავლური კამპანია წამოიწყეს და პატრიოტიზმად გვასაღებენ პრორუსებს. ივანიშვილს, ღარიბაშვილს ეხებოდა ეს კრიტიკა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზდა და ვასიკო მაღლაფერიძეს შეუკვეთა ეს უგვანი სტატია“, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.