დავით ბაქრაძე - ხელისუფლება და ოპოზიცია ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან
დავით ბაქრაძე - ხელისუფლება და ოპოზიცია ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი ამოცანა ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს ნორმალიზებაა.

„შედგება მორიგი შეხვედრა და ვფიქრობ, რომ მხარეები ძალიან ახლოს ვართ მისული შეთანხმებასთან. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ჩვენი პოზიცია არის ძალიან ლოგიკური და გასაგები. ამოცანა არის, მოხდეს ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს ნორმალიზაცია. თავის მხრივ, პოლიტიკური გარემოს ნორმალიზაცია საჭიროებს სამართლიან საარჩევნო სისტემას და პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნას, რომელსაც პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური პატიმრების არსებობა იწვევს. ეს ორი საკითხი არის საფუძველი ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური გარემოსა და არჩევნებისთვის. ორივე საკითხი დადგება მოლაპარაკებაზე.

მზად ვარ, ორივე საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად კონსტრუქციული ვიყოთ, რომ ხელი არ შევუშალოთ შეთანხმების მიღწევას. შეთანხმება დახურულ ფორმატში, მოლაპარაკებაზე იქნება გაჟღერებული. საბოლოო შეთანხმება უნდა ასახავდეს ორივე ელემენტს. რა იქნება ამ ელემენტებში, წინასწარ გახმაურება არ შემიძლია. შეთანხმების შესაძლებლობა მართლაც მაღალია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.