დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, საქართველო იყოს დამშვიდებული, დაწყნარებული ქვეყანა, სადაც არ არის პოლიტიკური დევნა
დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, საქართველო იყოს დამშვიდებული, დაწყნარებული ქვეყანა, სადაც არ არის პოლიტიკური დევნა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემა ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო ადრე.

„ამისთვის მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ახალგაზრდას, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც თვეების განმავლობაში მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და რუსთაველზე იდგა. განსაკუთრებით გამოვყავი ახალგაზრდები, ვინც ამ ბრძოლაში არაფერი დაიშურა. დღევანდელი სისტემა არის სწორედ უფრო სამართლიანი სისტემა, რომელიც ადამიანებს, მოსახლეობას საშუალებას აძლევს, მათი ხმა იყოს გაგონილი, მომავალი პარლამენტი და ხელისუფლება დაკომპლექტდეს საზოგადოების, ხალხის აზრის მიხედვით. ამიტომ, მაქვს წარმატების იმედი და ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საზოგადოების მუდმივ დაპირისპირებას დღევანდელი არჩევნები დაასრულებს.

„ერთ-ერთი ჩვენი ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ საქართველო იყოს დამშვიდებული, დაწყნარებული ქვეყანა, სადაც არ არის პოლიტიკური დევნა და ხელისუფლება ადამიანებს მუდმივად არ აშინებს არეულობით, გადატრიალებით.

ხვალიდან ყველა ვიცხოვრებთ დამშვიდებულ საქართველოში, სადაც ამოცანა იქნება სიღარიბის დაძლევა და ქვეყნის წინ წაყვანა და არა მუდმივად ერთმანეთთან დაპირისპირება, საქმეების აღძვრა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.