იაპონიაში იმპერატორის თასის მფლობელი გამოვლინდა. ანდრეს ინიესტას, ტომას ვერმალენის, დავიდ ვილიასა და ლუკას პოდოლსკის „ვისელ კობემ“ ფინალში 2:0 დაამარცხა „კაშიმა ანტლერსი“.
მე-18 წუთზე ტომოი ინუკაიმ ავტოგოლი გაიტანა, 38-ე წუთზე კი მეორე გოლი ნორიაკი ფუძიმოტოს ანგარიშზე ჩაიწერა.
ეს მატჩი ბოლო იყო კარიერაში ესპანელი დავიდ ვილიასთვის. ის 92-ე წუთზე პოდოლსკის ნაცვლად შევიდა მოედანზე.
ვილია მსოფლიოს 2010 წლისა და ევროპის 2008 წლის ჩემპიონია. მან სამჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის თასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.
„ვისელ კობემ“ თავის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა. კლუბი 1966 წელს არის დაარსებული.