დავიდ ვილია ანდრეს ინიესტას თანაგუნდელი ხდება
დავიდ ვილია ანდრეს ინიესტას თანაგუნდელი ხდება

ესპანეთის ნაკრების, „ვალენსიასა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ „ნიუ-უირკ სითის“ დატოვების შემდეგ ყოფილ თანაგუნდელ ანდრეს ინიესტას იაპონურ „ვისელ კობეში“ შეუერთდება.

36 წლის ვილიამ, რომელიც 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი იყო, 2010 წლის მუნდიალზე კი „ვერცხლის ბუცის“ მფლობელი გახდა, „ნიუ-იორკ სითიში“ 124 მატჩი ჩაატარა და 80 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება „ვისელ კობეს“, მისი თავმჯდომარე ჰიროში მიკიტანი აცხადებს, რომ გუნდი ახალი სტილის ძიებაშია და ვილია ამ გეგმებში სრულყოფილად ჯდება. „ის არაჩვეულებრივი ფორვარდია“, – აცხადებს მიკიტანი.