დავიდ ვილია ამერიკული კლუბის მფლობელი გახდა
დავიდ ვილია ამერიკული კლუბის მფლობელი გახდა

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი დავიდ ვილია ამერიკის შეერთებულ შტატებში კლუბ „ქუინსბოროს“ მფლობელი გახდა. იაპონური „ვისელ კობეს“ 37 წლის ფორვარდი შეუერთდა საინვესტიციო ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯონათან კრეინი – აქტივების მმართვის კომპანია KraneShares-ის გენერალური დირექტორი. აღნიშნულმა ჯგუფმა შეიძინა კლუბი, რომელიც 2020-21 წლებში იწყებს ULS-შ გამოსვლას. ეს არის რანგით მეორე საფეხბურთო ლიგა ამერიკაში MLS-ის შემდეგ.

ვილიამ პირადად გამოაცხადა იმის შესახებ, რომ „ქუინსბოროს“ მფლობელი გახდა. ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი კარიერის დასრულების შემდეგ აპირებს თავისი მრავალწლიანი გამოცდილება გამოიყენოს, რათა „ქუინსბოროს“ განვითარებასა და ზრდაში დაეხმაროს.

ქუინსს (რაიონი ნიუ იორკში) თავის ისტორიაში პირველად ჰყავს საკუთარი საფეხბურთო გუნდი. ვილია ადრე თამაშობდა MLS-ში, კერძოდ, „ნიუ იორკ სიტის“ ღირსებას იცავდა. ორი დღის წინ, ესპანელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.