დავიდ სილვამ საფეხბურთო კარიერა განაახლა #1TVSPORT
40 წლის ასაკში ესპანელმა ფეხბურთელმა, დავიდ სილვამ დიდ სპორტში დაბრუნება გადაწყვიტა და ჰონგკონგურ კლუბ „შა ტინთან“ მცირეხნიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
გამოცდილმა ნახევარმცველმა პროფესიონალური კარიერა 2023 წელს მძიმე ტრავმის გამო შეწყვიტა, მისი ბოლო გუნდი კი „რეალ სოსიედადი“ გახლდათ. მანამდე სილვამ პოპულარობა „ვალენსიაში“ ასპარეზობით მოიპოვა, რის შემდეგაც „მანჩესტერ სიტის“ რიგებში ირიცხებოდა.
რაც შეეხება მის ახალ გუნდს, „შა ტინი“ ჰონგ კონგის მთავარ ლიგაში გამოდის, თუმცა კლუბს ამჟამად საკმაოდ რთული პერიოდი უდგას – 2026/2027 წლების სეზონის საწყისი 4 ტურის შემდეგ გუნდი 11 მონაწილეს შორის სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე იმყოფება.