დავიდ სილვა, შესაძლოა, ბექჰემის კლუბში გადავიდეს
დავიდ სილვა, შესაძლოა, ბექჰემის კლუბში გადავიდეს

„მანჩესტერ სიტის“ ესპანელი ნახევარმცველი დავიდ სილვა აპირებს წლევანდელი სეზონი ინგლისურ კლუბში ჩაამთავროს. 34 წლის ფეხბურთელი დათანხმდა „სიტიში“ დარჩენას იმის მიუხედავად, რომ მისი კონტრაქტი 30 ივნისს იწურება. ვეტერანს ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა.

ამის შემდეგ, დავიდ სილვა აუცილებლად დატოვებს პეპ გვარდიოლას გუნდს. ცნობილი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ნახევარმცველზე პრეტენზიას ამერიკული „ინტერ მაიამი“ აცხადებს , რომლის მფლობელიც დევიდ ბექჰემია. ესპანელს ასევე ყატარის „ალ სადი“ ეპატიჟება, რომელსაც სათავეში ჩავი უდგას.