დავიდ სილვა „მანჩესტერ სიტის“ ახალი კაპიტანია
დავიდ სილვა „მანჩესტერ სიტის“ ახალი კაპიტანია

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი დავიდ სილვა გუნდის ახალ კაპიტნად აირჩიეს.

როგორც ბრიტანული პრესა წერს, ასეთი გადაწყვეტილება პირადად ინგლისის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მიიღო. ამ პოსტზე ესპანელი ფეხბურთელი ბელგიელ ვენსან კომპანის შეცვლის. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა დატოვა ინგლისური გუნდი გასული სეზონის დასრულებისთანავე და ბრიუსელის „ანდერლეხტში“ დაასრულებს კარიერას.

„სიტის“ ორი ვიცე-კაპიტანი ეყოლება – ფერნანდინიო და კევინ დე ბრუინი.

რამდენიმე დღის წინ, დავიდ სილვამ განაცხადა, რომ 2020 წლის ზაფხულში დატოვებს „მანჩესტერ სიტის“. 33 წლის ესპანელი ინგლისურ კლუბში 2010 წლიდან თამაშობს.