დავიდ ლუისი „არსენალთან“ კონტრაქტს გააგრძელებს
დავიდ ლუისი „არსენალთან“ კონტრაქტს გააგრძელებს

ლონდონის „არსენალის“ მცველი დავიდ ლუისი კლუბთან კონტრაქტს გააგრძელებს, ინფორმაციას „თოქსპორტ“ (talkSPORT) ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 33 წლის ბრაზილიელი ინგლისელებთან ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ცოტა ხნით ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფეხბურთელი ამ ზაფხულს ლონდონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა.

2019/2020 წლების სეზონში ლუისმა „არსენალის“ შემადგენლობაში 33 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.