დავიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალ კონტრაქტზე უარს ამბობს
დავიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალ კონტრაქტზე უარს ამბობს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა უარს აცხადებს თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე, – წერს გაზეთი „ივნინგ სტანდარდი“ (Evening Standard).


„იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ესპანელ გოლკიპერს ახალ პირობებს სთავაზობს – კვირაში დაახლოებით 400 ათასი ევრო, რაც წელიწადში 20 მილიონ ევროს უტოლდება. მაგრამ, როგორც ირკვევა, დე ხეას უფრო მაღალი ხელფასის მიღება სურს.

ჯერჯერობით, უცნობია რა თანხაზე ვაჭრობს ესპანეთის ნაკრების მეკარე. მისი კონტრაქტი „მანჩესტერთან“ 2019 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა, ინგლისურ კლუბს აქვს ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელების უფლება.