დავიდ დე ხეა - ჩვენი მთავარი მიზანი პრემიერლიგის მოგებაა
დავიდ დე ხეა - ჩვენი მთავარი მიზანი პრემიერლიგის მოგებაა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ კარი დარაჯმა, დავი დე ხეამ თავისი გუნდის მთავარ ამოცანაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სეზონში ინგლისის ეჩმპიონატის მოგებას იმედოვნებს.

„მიმდინარე სეზონში ჩემპიონობაზე პრეტენზიას არაერთი გუნდი აცხადებს, – მოჰყავს დე ხეას სიტყვები მანჩესტერული კლუბის პრესსამსხურს. – მიმაჩნია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ამ მიზნის მისაღწევად უნდა იბრძოლოს. მთავარია, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია გამოვიჩინოთ“.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში „მანჩესტერ იუნაიტედი“ 20 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება, პირველ პოზიციებს „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ ინაწილებენ (25 ქულა).