დავიდ ალაბა კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს #1TVSPORT

16:29, 23.09.2026

ავსტრიელი ფეხბურთელი დავიდ ალაბა კარიერას იტალიის სერია A-ს კლუბ „უდინეზეში“ გააგრძელებს, – ინფორმაცია სატრანსფერო სიახლეების ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

რომანოს თქმით, ალაბამ და იტალიურმა კლუბმა შეთანხმებას მიაღწიეს. ავსტრიელი უკვე იტალიაშია. მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. 34 წლის ფეხბურთელი „უდინეზეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ბოლოს ალაბა მადრიდის „რეალში“ ირიცხებოდა, რომელთან ერთადაც ორჯერ, 2022 და 2024 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ის ასევე არის ლა ლიგის ორგზის გამარჯვებული.

„უდინეზეს“ რიგებში მიმდინარე სეზონის დასაწყისში საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდა.

მსგავსი