დაუშვილი კვიპროსზე დაბრუნდა
დაუშვილი კვიპროსზე დაბრუნდა

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი კვიპროსში დაბრუნდა. ის გუნდის იმ 13 წევრთა შორისაა, რომლებიც ფამაგუსტელებს 10 აპრილს შეუერთდნენ.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საქართველოში 18 მარტს ჯანო ანანიძესთან ერთად კერძო თვითმფრინავით გუნდის შესაბამისი ნებართვის შემდეგ გაემგზავრა.

კვიპროსში არსებული პროტოკოლის თანახმად, დაუშვილი მომდევნო 14 დღის განმავლობაში დარჩება სავალდებულო იზოლაციაში (კარანტინში) დარჩება, ამის შემდეგ კი კორონავირუსზე შემოწმებას გაივლის.

თუმცა, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში რჩება ჯანო ანანიძე, რომელიც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.