დაუშვილი „აპოელს“ მხოლოდ კვიპროსში შეუერთდება - მას გაცდენილი დროის ანაზღაურება მოუწევს #1TVSPORT
დაუშვილი „აპოელს“ მხოლოდ კვიპროსში შეუერთდება - მას გაცდენილი დროის ანაზღაურება მოუწევს #1TVSPORT

ისრაელის „ბნეი სახნინთან“ ამხანაგურ შეხვედრაში (0:1), ნიქოზიასაპოელის“ შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ქვილითაია იყო, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილსა და მურთაზ დაუშვილს არ უთამაშიათ.

საქმე ისაა, რომ გამოცემა „სპორტტაიმის“ ცნობით, ბულგარეთის ქალაქ პრავეცში გამართულ შეკრებაზე „აპოელს“ ოქრიაშვილი დაგვიანებით შეუერთდა. გამოცემა ამის მიზეზებზე ადრე წერდა, რომ შეკრება ბულგარეთშია, სადაც გამწვავებული ეპიდმდგომარეობის გამო, უცხოეთიდან შემოსულ მოთამაშეებს გარკვეული ბარიერები ექმნებათ.

სპორტტაიმიდაუშვილთან არსებულ მდგომარეობას კი „აპოელისთვის“ დარტყმას უწოდებს. საქმე ისაა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ბულგარეთში გუნდთან ერთად ვერ მოემზადება.

„ბულგარეთში „აპოელი“ ახალი გუნდის საფუძვლებს ყრის. მაგრამ შემადგენლობა სრულად მაინც ვერ შეიკრიბა. მიზეზი ახალწვეული მურთაზ დაუშვილია, რომელიც ბულგარეთში არ ჩასულა და ამას არც აპირებს. ქართველი საყრდენი ნახევარმცველი მომზადების მთელ მთავარ ეტაპს გამოტოვებს და გუნდს მხოლოდ „აპოელის“ კვიპროსში დაბრუნების შემდეგ, 30 ივლისს შეუერთდება. ამის შემდეგ დაუშვილს ამ გაცდენილი დროის ანაზღაურება მოუწევს, რათა ფორმაში დროულად შევიდეს და ამავე დროს, მომზადების იმავე დონეს მიაღწიოს, როგორც მისი თანაგუნდელები არიან. 32 წლის ფეხბურთელის გუნდში თამაშის შესაძლებლობა ექნება კვიპროსში გასამართ სამ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც დაიგეგმა აეკ-თან, „ოლიმპიაკოსთან“ და „პაფოსთან“ შესაბამისად, 7, 11 და 14 აგვისტოს“, – წერს „სპორტტაიმი“.