დაუშვილი „აპოელს“ მალე შეუერთდება #1TVSPORT
დაუშვილი „აპოელს“ მალე შეუერთდება #1TVSPORT

მურთაზ დაუშვილი „აპოელის“ მთავარი მწვრთნელის, სავას პურსაიტიდისის განკარგულებაში მალე იქნება, – ინფრომაციას კვიპროსული მედია-საშუალებები ავრცელებენ.

ბუმბა“ (კვიპროსში ქართველ ნახევარმცველს ასე უწოდებენ) ნიქოზიას „აპოელს“ შეკრებაზე ვერ შეუერთდა და მოსამზადებელი ეტაპი მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. ის გუნდს ბულგარეთის ქალაქ პრავეცში გამართულ შეკრებაზე არ ახლდა და და ჯერჯერობით, ახალი გუნდის არც ერთ ამხანაგურ მატჩში არ უთამაშია.

„დაუშვილის ვარჯიშზე დაბრუნება მომავალი კვირის დასაწყისშია მოსალოდნელი და პურსაიტიდისი შეძლებს მასთან მუშაობას, რადგან ის ახალი სეზონის გეგმაში „აპოელისთვის“ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. „ბუმბა“ შეეცდება, ფრომაში ჩაგდეს და კვიპროსში გასატარებელი ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადოს“, – ეს გამოცემა „სპორტ ტაიმის“ ინფრმაციაა.

საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველი კვიპროსის ყველაზე ტიტულოვან კლუბში ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ ზაფხულში გადავიდა. მასთან ერთად ნიქოზიელებმა თემურ ქეცბაიას კლუბიდან თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია გადაიბირეს.