დაუშვილი „ანორთოსისს“ დაემშვიდობა - გუნდისა და ფანებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი #1TVSPORT
დაუშვილი „ანორთოსისს“ დაემშვიდობა - გუნდისა და ფანებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი #1TVSPORT

მურთაზ (ბუბა) დაუშვილი (კვიპროსელებიბუმბას“ ეძახიან), რომელიც ნიქოზიასაპოელის“ მოთამაშე გახდა, თავის ყოფილ კლუბს, ფამაგუსტას „ანორთოსისს“, გუნდის გულშემატკივრებს დაემშვიდობა და მადლობა გადაუხადა.

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ მოკლე პოსტში საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველმა ატვირთა ფოტო, რომელიც „ანორთოსისის“ მიერ კვიპროსის თასის მოპოვების შემდეგაა გადაღებული.

„კლუბის ყველა გულშემატკივარს და იმ ადამიანებს, რომლებიც გუნდში მუშაობენ, მადლობა მინდა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რასაც „ანორთოსისში“ გატარებული ორი წლის განმავლობაში ვგრძნობდი. მომავალში ყოველივეს საუკეთესოს გისურვებთ“, – წერს „აპოელის“ ქართველი ლეგიონერი.

ქართველმა ნახევარმცველმა ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ 2022 წლამდე მოქმედი კონტრაქტი გაწყვიტა, კლუბს კომპენსაცია გადაუხადა და ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა კვიპროსის ყველაზე ტიტულოვან კლუბ ნიქოზიასაპოელთან“ , სადაც მანამდე ორი ქართველი ჩაირიცხა – გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი.