დათა ხოჭოლავამ ქართველების გუნდს გაუტანა [ვიდეო]

დათა ხოჭოლავამ დონეცკის „შახტარში“ გადასვლის შემდეგ მეორე გოლი გაიტანა. უკრაინის ჩემპიონატის მე-4 ტურში, დონბასელებმა პოლტავასვორსკლას“ უმასპინძლეს და და 4:1 დაამარცხეს.

ხოჭოლავა „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან პოლტაველთა კარი 62-ე წუთზე აიღო. ეს დონეცკელთა მესამე გოლი იყო და ანგარიში 3:1 გახდა.

პოლტაველთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა სანდრო კობახიძემ, ხოლო ანდრო გიორგაძე სათადარიგოში იყო და მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა.

ოთხი ტურის შემდეგ „შახტარმა“ 9 ქულა დააგროვა და „ოლექსანდრიასთან“ და კიევის „დინამოსთან“ ერთად გათამაშებას ლიდერობს.

დატოვე კომენტარი