დათა ხოჭოლავა - ახლა ყველა მატჩი ფინალივითაა #1TVSPORT
დათა ხოჭოლავა - ახლა ყველა მატჩი ფინალივითაა #1TVSPORT

დათა ხოჭოლავა იმედოვნებს, რომ კვირას დანიის სუპერლიგის ლიდერი „კოპენჰაგენი“ „რანდერსთან“ საშინაო შეხვედრას მოიგებს და ჩემპიონობისკენ მორიგ ნაბიჯს გადადგამს.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ხარისხი და სტაბილურობა, რომელიც აქამდე ვაჩვენეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტანდარტულად ჟღერს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალ მატჩზე ფოკუსირება შევძლოთ. აქამდე ამან მოგვიყვანა. ახლა კი ბოლო ექვსი მატჩი დაგვრჩა და ყველა მატჩი ჩვენთვის ფინალივითაა. სწორედ ამ განწყობით გავალთ კვირას მოედანზე“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მცველი.

ქართველი მცველი სრულ მობილიზაციას „კოპენჰაგენის“ გულშემატკივრისგანაც ელის.

„მოუთმენლად ველოდები თამაშს და ვიმედოვნებ, სტადიონზე ისევ მოვა ბევრი ხალხი, ვინც მხარს დაგვიჭერს. „ბრონდბიუსთან“ ბოლო მატჩში ველური მხარდაჭერა გვქონდა და ისინი ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვნები არიან. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ფანებს მადლობა გამარჯვებით უნდა გადავუხადოთ“.

ხოჭოლავას თქმით, „კოპენჰაგენის“ წარმატების საიდუმლო მხოლოდ ტაქტიკაში და მოედანზე გამოვლენილ ძალაში არ არის.

„ეს გუნდური სულისკვეთებაა. ყველა გვეხმარება – მწვრთნელები, პერსონალი და ფეხბურთელები. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვთამაშობთ მოედანზე და ვიცით, როგორ დავიცვათ კარი, მაგრამ მოედნის გარეთაც ერთსულოვნება გვაქვს. ჩვენ გვიყვარს დროის ერთად გატარება, რაც კარგ ენერგიას და განწყობა გვაძლევს. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოუდგენლად ბევრს ნიშნავს. დიდხანს ვთამაშობთ მაგიდის ჩოგბურთს და ვხალისობთ, რაც მხოლოდ უკეთესს და ერთიანებს გვხდის“.