დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში „ლეიკერსი“ დაწინაურდა - ენტონი დევისმა 37 ქულა დააგროვა (ვიდეო)

დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში პირველი შეხვედრა გაიმართა. ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“ „დენვერს“ შანსი არ დაუტოვა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა (126-114)

ფრენკ ფოგელის გუნდში ყველაზე შედეგიანი 37 ქულითა და 10 მოხსნით ენტონი დევისი გამოდგა. ლებრონ ჯეიმსმა 15 ქულითა და 12 პასით ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა. მის აქტივში ასევე 6 პასია. კენტავიუს კალდველ პოუპმა მატჩი 18 ქულით დაასრულა.

ნაგეთსის” რიგებში 21-21 ქულა მიითვალეს ნიკოლა იოკიჩმა და ჯამალ მიურეიმ. მაიკლ პორტერმა 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

სერიის რიგით მეორე მატჩი ორლანდოში 21 სექტემბერს შედგება.

დატოვე კომენტარი