დასახელდა ტოკიოს ოლიმპიადაზე აშშ-ის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა #1TVSPORT
დასახელდა ტოკიოს ოლიმპიადაზე აშშ-ის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა #1TVSPORT

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთი ნაკრების ხელმძღვანელობა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის საბოლოო შემადგენლობაზე ჩამოყალიბდა.

ამერიკის ნაკრების განაცხადი ზაფხულის თამაშებისთვის ასე გამოიყურება:

მცველები – ბრედლი ბილი (ვაშინგტონი), დევინ ბუკერი (ფინიქსი), ჯრიუ ჰოლიდეი (მილუოკი), ზაკ ლავინი (ჩიკაგო), დემიან ლილარდი (პორტლენდი);

ფორვარდები – კევინ დურანტი (ბრუკლინი), ჯერამი გრანტი (დეტროიტი), დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი), კევინ ლავი (კლივლენდი), კრის მიდლტონი (მილუოკი), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი);

ცენტრი – ბემ ადებაიო (მაიამი).

10-18 ივლისს, აშშ-ის ნაკრები საკონტროლო შეხვედრებს ჩაატარებს ავსტრალიასთან (ორჯერ), არგენტინასთან, ესპანეთთან და ნიგერიასთან.

ტოკიოს ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირი 25 ივლისს დაიწყება.