დასახელდა „რეალის“ ყველაზე ცუდი ტრანსფერები 21-ე საუკუნეში

14:42, 23.03.2020

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ გამოაქვეყნა სიმბოლური ნაკრები, რომელიც შედგენილია 21-ე საუკუნეში მადრიდის „რეალის“ ყველაზე ცუდი ტრანსფერებისგან.

მოთამაშეების არჩევისას ითვალისწინებდნენ მათ ღირებულებას, რეპუტაციასა და იმას, თუ რამდენად გაამართლა ტრანსფერმა მოლოდინი.

ამ უცნაურ თერთმეტეულს ასეთი სახე აქვს:

მეკარე – კიკო კასილია;

მცველები – დანილო, ჯონათან ვუდგეიტი, ვალტერ სამუელი, ტეო ერნანდესი;

ნახევარმცველები – ასიერ ილიარამენდი, ნური შაჰინი, ჟულიენ ფობერი, როისტონ დრენტე;

ფორვარდები – ხავიერ სავიოლა, ანტონიო კასანო.

მსგავსი