დასახელდა „რეალის“ ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელი
დასახელდა „რეალის“ ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელი

ესპანურმა გაზეთმა AS-მა მადრიდის „რეალის“ დაბადების დღისთვის გამოავლინა კლუბის ისტორიაში 10 საუკეთესო ფეხბურთელი.

სიას სათავეში ჩაუდგა მადრიდელთა ლეგენდარული ფეხბურთელი ალფრედო დი სტეფანო. მეორე ადგილზეა კრიშტიანო რონალდო, სამეული შეავსო ფრანსისკო ჰენტომ, რომელიც რეკორდსმენია ჩემპიონთა თასზე მოგებების რაოდენობით – 6.

AS-ის ვერსიით „რეალის“ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების TOP10 ასე გამოიყურება:

1. ალფრედო დი სტეფანო

2. კრიშტიანო რონალდო

3. ფრანსისკო ჰენტო

4. ფერენც პუშკაში

5. ზინედინ ზიდანი

6. რაული

7. იკერ კასილიასი

8. ამანსიო ამარო

9. პირი

10. ემილიო ბუტრაგენიო

თავის ისტორიაში „რეალი“ 33-ჯერ იყო ესპანეთის ჩემპიონი. მიმდინარე სეზონშიც მადრიდელები ლიდერობენ.