დასახელდა ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
მეკარეები: ბარტ ვერბრიუგენი („ბრაიტონი“), მარკ ფლეკენი („ლევერკუზენი“), რობინ რუფსი („სანდერლენდი“)
მცველები: ვირჯილ ვან დაიკი („ლივერპული“), იან პოლ ვან ჰეკე („ბრაიტონი“), ნათან აკე („მანჩესტერ სიტი“), მიკი ვან დე ვენი („ტოტენჰემი“), დენზელ დუმფრისი („ინტერი“), იორელ ჰატო („ჩელსი“), იურიენ ტიმბერი („არსენალი“)
ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი („ბარსელონა“), ტიჯანი რეინდერსი („მანჩესტერ სიტი“), ჯასტინ კლუივერტი („ბორნმუთი“), კვინტენ ტიმბერი („მარსელი“), ტეუნ კოპმაინერსი („იუვენტუსი“), რაიან გრავენბერხი („ლივერპული“), მარტენ დე რონი („ატალანტა“), გუს ტილი (პსვ), მატს ვიფერი („ბრაიტონი“)
თავდამსხმელები: კოდი გაკპო („ლივერპული“), დონიელ მალენი („რომა“), ბრაიან ბრობი („სანდერლენდი“), ნოა ლანგი („გალათასარაი“), მემფის დეპაი („კორინთიანსი“), ვოუტ ვეგჰორსტი („აიაქსი“), კრისენსიო სამერვილი („ვესტ ჰემი“)
ნიდერლანდები F ჯგუფში იაპონიასთან, შვედეთსა და ტუნისთან ერთად ითამაშებს.