დასახელდა NBA-ში გაცვლის მთავარი კანდიდატები - პირველ ადგილზე ენტონი დევისია #1TVSPORT
დასახელდა NBA-ში გაცვლის მთავარი კანდიდატები - პირველ ადგილზე ენტონი დევისია #1TVSPORT

ინტერნეტ-გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტმა სემ ვეკენიმ შეადგინა 2025-26 წლების სეზონში გაცვლის მთავარი კანდიდატების რეიტინგი. ტოპ-ათეულს სათავეში ჩაუდგნენ „დალასის“ ცენტრი ენტონი დევისი და „ატლანტას“ გამთამაშებელი ტრეი იანგი, რომელთა მომავალი მათმა კლუბებმა თებერვალში სავაჭრო დედლაინამდე უნდა განსაზღვრონ:

გაცვლაზე მთავარი კანდიდატების TOP10:

  1. ენტონი დევისი (დალასი)
  2. ტრეი იანგი (ატლანტა)
  3. დომანტას საბონისი (საკრამენტო)
  4. კობი უაიტი (ჩიკაგო)
  5. კვენტინ გრაიმსი (ფილადელფია)
  6. კრისტაპს პორზინგისი (ატლანტა)
  7. არ ჯეი ბარეტი (ტორონტო)
  8. ჯონათან კუმინგა (გოლდენ სტეიტი)
  9. აიო დოსუნმუ (ჩიკაგო)
  10. კეონ ლეისი (საკრამენტო)

NBA-ში სავაჭრო ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა. კლუბების ოფისებმა უკვე დაიწყეს წინასწარი ზარები ბაზარზე სიტუაციის შესაფასებლად. ელოდებიან, რომ აქტივობა გაიზრდება თებერვლის მოახლოებასთან.