დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი
დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია მსოფლიოში.

როგორც წყარო იტყობინება, 49 წლის არგენტინელი მადრიდულ კლუბში წელიწადში 43.6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მეორე ადგილზეა „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა (23.38 მილიონი), მესამე ადგილს იყოფენ იურგენ კლოპი („ლივერპული“) და ჟოზე მოურინიო („ტოტენჰემი“), რომელთა შემოსავალი წელიწადში არის 17.52 მილიონი ევრო.

ხუთეულს ავსებს მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, რომელიც წელიწადში 16.8 მილიონს იღებს.