დასახელდა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის 16 მასპინძელი ქალაქი #1TVSPORT
ცნობილი გახდა 16 ქალაქის დასახელება, რომლებიც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებენ. ტურნირი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.
აშშ-ში მატჩები ჩატარდება ატლანტაში, ბოსტონში, დალასში, ჰიუსტონში, კანზას-სიტიში, ლოს ანჯელესში, მაიამიში, ნიუ იორკში, ფილადელფიაში, სან ფრანცისკოსა და სიეტლში
მექსიკა წარმოდგენილი იქნება გვადალახარათი, მეხიკოთი და მონტერეით, კანადა – ტორონტოთი და ვანკუვერით.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში პირველად ითამაშებს 48 ნაკრები. თითო ქალაქში განთავსდება ჯგუფი სამი გუნდით. ასე რომ, ასე რომ, ჯგუფურ ეტაპზე იქნება 16 ჯგუფი თითოში სამი ნაკრებით.