დასახელდა „მანჩესტერ სიტის“ მთავარი სატრანსფერო პრიორიტეტები #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ უკვე იანვრის სარტანსფერო ფანჯრისას ემზადება შემადგენლობის მასშტაბური გარდაქმნისთვის. პრესის ინფორმაციით, ინგლისის ჩემპიონი რამდენიმე ფეხბურთელს განიხილავს პოტენციურ სატრანსფერო სამიზნედ.
გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაციით, კლუბმა შეიძლება ოთხი-ექვსი ტრანსფერი განახორციელოს. ამასთან, გაძლიერება შეეხება ყველა რგოლს მეკარის პოზიციის გარდა.
ნახევარდაცვაში პოტენციურ ახალბედად განიხილება მარტინ სუბიმენდი „სოსიედადიდან“. ასევე ლაპარაკია ედერსონზე „ატალანტადან“, ადამ უორტონზე „კრისტალ კალასიდან“ და ბრუნო გიმარაეშზე „ნიუკასლიდან“.
„სიტი“ ასევე ინტერესდება „ლევერკუზენის“ ლიდერით ფლორიან ვირტცით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელი იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას. ასევე განიხილებიან ებერეჩი ეზე და მატეუშ კუნია. ამ სიაში ყველაზე მოულოდნელი სახელია „სიტის“ აკადემიის ყოფილი წევრი ლიამ დელაპი, რომელმაც ბრწყინვალედ დაიწყო თავისი კარიერა „იფსვიჩში“.
ასევე დასახელდა სამი პოტენციური ახალბედა დაცვაში. „ევერტონის“ ცენტრალური მცველი ჯარად ბრანტუეიტი, მარკ გიუი „კრისტალ პალასიდან“ და ალფონსო დევისი „ბაიერნიდან“.