დასახელდა ლიონელ მესის ანაზღაურება „ინტერ მაიამის“ რიგებში #1TVSPORT
„ინტერ მაიამის“ ფორვარდი ლიონელ მესი ამ სეზონში MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. 2026 წლისთვის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, არგენტინელის წლიური ხელფასი 28.3 მილიონ დოლარს შეადგენს.
მეორე ადგილზეა „ლოს ანჯელესის“ ფორვარდი ჰეონ-მინ სონი 11.1 მილიონი დოლარით. ტოპსამეულში იმყოფება მესის თანაგუნდელი და თანამემამულე როდრიგო დე პაული 9.7 მილიონით. „ვანკუვერ უაიტკეპსის“ გერმანელი ლეგიონერის, თომას მიულერის ხელფასი 2026 წელს 5.1 მილიონი დოლარია.
მესი „ინტერ მაიამიში“ 2023 წლიდან თამაშობს და შარშან MLS-ის ჩემპიონი გახდა. მისი კონტრაქტი ფლორიდულ კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.