დასახელდა ლიგა 1-ის სიმბოლური ნაკრები #1TVSPORT
დასახელდა ლიგა 1-ის სიმბოლური ნაკრები #1TVSPORT

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნულმა საბჭომ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ლიგა 1-ის სიმბოლური ნაკრები 2024-25 წლების სეზონის შედეგების მიხედვით.

გუნდში მოხვდა ქვეყნის ჩემპიონის ,„პარი სენ-ჟერმენის“ ცხრა ფეხბურთელი.

2024-25 წლების ლიგა 1-ის სიმბოლური ნაკრები:

მეკარეები – ლუკა შევალიე (ლილი);

მცველები – აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), მარკინიოსი (პსჟ), ვილიამ პაჩო (პსჟ), ნუნუ მენდეში (პსჟ);

ნახევარმცველები – ჟოაო ნევეში (პსჟ), ვიტინია (პსჟ), რაიან შერკი (ლიონი);

ფორვარდები – უსმან დემბელე (პსჟ), ბრედლი ბარკოლა (პსჟ), დეზირე დუე  (პსჟ).

უფრო ადრე ლიგა 1-ის წლის ფეხბურთელად უსმან დემბელე დასახელდა.