დასახელდა ლა ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები #1TVSPORT

18:21, 13.05.2026

ესპანეთის ლა ლიგამ გამოაქვეყნა 2025-26 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები. შემადგენლობაში მოხვდა „ბარსელონას“ ოთხი ფეხბურთელი, ასევე სამი ფეხბურთელი „რეალიდან“, მათ შორის ორელიენ ჩუამენი და ფედერიკო ვალვერდე, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ მადრიდული კლუბის ვარჯიშზე იჩხუბეს.

სიმბლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე – ჟოან გარსია (ბარსელონა);

მცველები – კარლოს რომერო (ესპანიოლი), ერიკ გარსია (ბარსელონა), სანტიაგო მოურინიო (ვილიარეალი), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო);

ნახევარმცველები – პედრი (ბარსელონა), ორელიენ ჩუამენი (რეალი), ფედერიკო ვალვერდე (რეალი);

ფორვარდები – კილიან მბაპე (რეალი), ვედატ მურიკი (მალიორკა), ლამინ იამალი (ბარსელონა).

მსგავსი