დასახელდა „იუვენტუსის“ მწვრთნელის პოსტზე ორი მთავარი კანდიდატი #1TVSPORT
დასახელდა „იუვენტუსის“ მწვრთნელის პოსტზე ორი მთავარი კანდიდატი #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ძირითადი კანდიდატები არიან „რეალის“ დამრიგებელი ზინედინ ზიდანი და ჯენარო გატუზო, რომელიც „ნაპოლის“ ავარჯიშებს. ამის შესახებ დაწერეს გამოცემებმა – Football Italia-მ და Tuttosport-მა.

როგორც ირკვევა, ზიდანი უკვე დიდი ხანია „იუვენტუსის“ პრეზიდენტის ანდრეა ანიელის სამიზნეა, თუმცა, ძირითადი პრობლემაა სპეციალისტის ხელფასი – 12 მილიონი ევრო წელიწადში. ამასთან დაკავშირებით, გატუზო, რომელიც ახლოს არის „ნაპოლის“ დატოვებასთან, შესაძლოა, უფრო მისაღები ვარიანტი გახდეს „იუვენტუსისთვის“.

ტურინული კლუბის ამჟამინდელი დამრიგებელია ანდრეა პირლო. მან გუნდი გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა მაურიციო სარის წასვლის შემდეგ. დღეისთვის, „იუვენტუსი“ მესამე ადგილზეა სერია A-ს ცხრილში 69 ქულით და არ აქვს გარანტირებული ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა.