დასახელდა ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი #1TVSPORT
დასახელდა ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი #1TVSPORT

ამერიკულმა პორტალმა, Sportico-მ შეადგინა სპორტის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი.

სიის შედგენისას ითვალისწინებდნენ კარიერის განმავლობაში სპორტსმენის არა მხოლოდ რეალურ შემოსავალს, არამედ ინფლაციის დონესაც.

წარმოდგენილ შემოსავლებში გათვალისწინებულია ხელფასი, ბონუსები, საპრიზო თანხები, სასპონსორო შემოსავლები, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, ჰონორარები საჯარო გამოსვლებისთვის, წილები კომპანიებიდან, მარკეტინგული უფლებები და ა.შ.

პირველი ადგილი დაიკავა ლეგენდარულმა კალათბურთელმა, მაიკლ ჯორდანმა 3 მილიარდი დოლარით (ინფლაციის გათვალისწინებით ამ თანხამ 4.15 მილიარდი შეადგინა).

სულ რეიტინგში 50 სპორტსმენი მოხვდა. ისინი წარმოადგენენ სპორტის რვა სახეობას და 16 ქვეყანას. რეიტინგში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს NBA-ს – 13 კალათბურთელი. ქვეყნებს შორის ლიდერია ამერიკის შეერთებული შტატები – 34 სპორტსმენით. 2-2 სპორტსმენი ჰყავს ბრიტანეთსა და ესპანეთს, თითო-თითო – პორტუგალიას, არგენტინას, შვეიცარიას, გერმანიას, ბრაზილიას, ავსტრალიას, ფილიპინებს, მექსიკას, იტალიას, სერბეთს, სამხრეთ აფრიკას, ფინეთს.

სიაში ერთადერთი ქალია – ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი.

ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების TOP 50:

  1. მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი) – 4.15 მლრდ (3 მლრდ)
  2. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 2.79 მლრდ (1.91 მლრდ)
  3. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 2.23 მლრდ (1.83 მლრდ)
  4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 1.88 მლრდ (1.49 მლრდ)
  5. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 1.85 მლრდ (1.49 მლრდ)
  6. არნოლდ პალმერი (გოლფი) – 1.82 მლრდ (885 მლნ)
  7. ჯეკ ნიკლაუსი (გოლფი) – 1.75 მლრდ (910 მლნ)
  8. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) – 1.61 მლრდ (1.2 მლრდ)
  9. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 1.59 მლრდ (1.23 მლრდ)
  10. ფლოიდ მეივეზერი (კრივი) – 1.52 მლრდ (1.15 მლრდ)
  11. ფილ მიკელსონი (გოლფი) – 1.49 მლრდ (1.08 მლრდ)
  12. მიხაელ შუმახერი (ფორმულა 1) – 1.39 მლრდ (815 მლნ)
  13. შაკილ ო’ნილი (კალათბურთი) – 1.27 მლრდ (835 მლნ)
  14. ნეიმარი (ფეხბურთი) – 1.17 მლრდ (990 მლნ)
  15. გრეგ ნორმანი (გოლფი) – 1.14 მლრდ (735 მლნ)
  16. კობი ბრაიანტი (კალათბურთი) – 1.11 მლრდ (755 მლნ)
  17. კევინ დურანტი (კალათბურთი) – 1.07 მლრდ (885 მლნ)
  18. ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1) – 970 მლნ (780 მლნ)
  19. მაიკ ტაისონი (კრივი) – 965 მლნ (490 მლნ)
  20. სტეფენ კარი (კალათბურთი) – 950 მლნ (815 მლნ)
  21. ტომ ბრეიდი (ამ. ფეხბურთი) – 820 მლნ (635 მლნ)
  22. ალექს როდრისესი (ბეისბოლი) – 795 მლნ (535 მლნ)
  23. მენი პაკიაო (კრივი) – 775 მლნ (575 მლნ)
  24. რორი მაკილროი (გოლფი) – 770 მლნ (640 მლნ)
  25. პეიტონ მენინგი (ამ. ფეხბურთი) – 750 მლნ (520 მლნ)
  26. რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი) – 735 მლნ (560 მლნ)
  27. კანელო ალვარესი (კრივი) – 730 მლნ (620 მლნ)
  28. ჯორჯ ფორმანი (კრივი) – 730 მლნ (360 მლნ)
  29. ჯეფ გორდონი (ნასკარი) – 730 მლნ (465 მლნ)
  30. ვალენტინო როსი (მოტორბოლა) – 725 მლნ (495 მლნ)
  31. ოსკარ დე ლა ჰოია (კრივი) – 705 მლნ (415 მლნ)
  32. დერეკ ჯეტერი (ბეისბოლი) – 695 მლნ (465 მლნ)
  33. ნოვაკ ჯოკოვიჩი (ჩოგბურთი) – 690 მლნ (550 მლნ)
  34. ფერნანდო ალონსო (ფორმულა 1) – 690 მლნ (515 მლნ)
  35. ერნი ელსი (გოლფი) – 685 მლნ (450 მლნ)
  36. მეჯიქ ჯონსონი (კალათბურთი) – 675 მლნ (430 მლნ)
  37. გერი პლეიერი (გოლფი) – 670 მლნ (375 მლნ)
  38. დეილ ერნჰარდტი (ნასკარი) – 665 მლნ (460 მლნ)
  39. რასელ უესტბრუკი (კალათბურთი) – 665 მლნ (550 მლნ)
  40. სერენა უილიამსი (ჩოგბურთი) – 660 მლნ (485 მლნ)
  41. კევინ გარნეტი (კალათბურთი) – 655 მლნ (420 მლნ)
  42. ევანდერ ჰოლიფილდი (კრივი) – 650 მლნ (320 მლნ)
  43. ჯეიმს ჰარდენი (კალათბურთი) – 640 მლნ (535 მლნ)
  44. ანდრე აგასი (ჩოგბურთი) – 635 მლნ (355 მლნ)
  45. აარონ როჯერსი (ამ. ფეხბურთი) – 620 მლნ (500 მლნ)
  46. კრის პოლი (კალათბურთი) – 615 მლნ (490 მლნ)
  47. კიმი რაიკონენი (ფორმულა 1) – 590 მლნ (405 მლნ)
  48. დუეინ უეიდი (კალათბურთი) – 585 მლნ (430 მლნ)
  49. დრიუ ბრისი (ამ. ფეხბურთი) – 585 მლნ (445 მლნ)
  50. კარმელო ენტონი (კალათბურთი) – 570 მლნ (425 მლნ)